უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზის რამდენიმე რეისი გაუქმდა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:
ბათუმი-თბილისი №801
ზუგდიდი-თბილისი № 869
თბილისი-ბათუმი № 804
თბილისი-ფოთი 874.
ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:
ზესტაფონი-ხაშური №6446
ხაშური-ზესტაფონი №6418
და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.
„გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
უახლესი
5 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება