უამინდობამ კივის მოსავლიანობაზე ცუდად იმოქმედა. კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ფერმერი დემურ ფიფიას ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, მოსავლის რაოდენობა 30%-ით ნაკლებია. პრობლემას ფერმერი უამინდობას უკავშირებს.
„ბუნებრივი კატაკლიზმებია და მოსავალზეც აისახება. შარშან კივის ბაღების ნაწილი გვალვისგან გახმა, ამიტომ წელს კარგად ვერ მოისხა ნაყოფი. შესაბამისად, მოსავალიც დაახლოებით 30%-ით ნაკლებია, თუმცა ხარისხით ნორმალურია და ამ მხრივ პრობლემა არ არის. მაგრამ რეალიზაციის საფრთხე წელსაც იკვეთება.
ირანიდან მასიურად შემოდის შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული კივი, რომელსაც ჩვენი პროდუქტი ვერ უწევს კონკურენციას. განსაკუთრებით სავალალოა ფაქტი, რომ უცხოურ ხილს აცლიან ეტიკეტს და ჰყიდიან, როგორც ქართულ პროდუქტს.
მსგავსი ფაქტები ხშირია აგრარულ ბაზრებზე, მაგალითად, შეიძლება მითითებული იყოს წარწერა ,,ზუგდიდის კივი“, მაგრამ სინამდვილეში ირანულ პროდუქტს ყიდდნენ. სანამ ბაზარი არ გაკონტროლდება, პრობლემა ფერმერების მხრიდან ვერ მოგვარდება, სერიოზული სამუშაოა გასატარებელი“, - ამბობს დემურ ფიფია.
მისი თქმით, ადგილზე 1 კილოგრამი კივის მოყვანის ხარჯი 2 ლარია.
რაც შეეხება მოსავლიანობას, 450-500 ტონის ფარგლებშია.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია