სამშაბათს თურქული ლირას ღირებულებამ აშშ დოლართან მიმართებით ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
ამის შესახებ თურქული მედია სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. .
თავდაპირველად, დოლარი თურქულ ლირასთან მიმართებით 0,14%-ით გაიზარდა და 27,2176 ლირა შეადგინა თუმცა მოკლე დროში ვითარება შეიცვალა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 27,5155 ლირა გახდა.
მანამდე თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივ გამკაცრებას, ვიდრე მაღალი ინფლაციის პროგნოზი არ შეიცვლება.
24 აგვისტოს მარეგულირებელმა დისკონტის განაკვეთი წინა 17,5%-დან 25%-მდე გაზარდა. შემდეგ ამ გადაწყვეტილების ფონზე ლირა ოდნავ გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 26,6 ლირა შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია