თურქული რესტორნების ქსელი Big Chefs რუსულ ბაზარზე შესვლას 2024 წელს გეგმავს და წელიწადში შესაძლოა 10-მდე რესტორანი გაიხსნას. ამის შესახებ რუსულ მედიას სავაჭრო ცენტრების კავშირის ახალი ბრენდების განყოფილების ხელმძღვანელმა, REC + საცალო ჯგუფის თანამფლობელმა ნატალია კერმედჩიევამ განუცხადა.
„Big Chefs მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი ოპერატორია, ის უკვე დსთ-შია, მაგრამ ჯერ არ შემოსულა რუსულ ბაზარზე. ახლა 130-მდე რესტორანი აქვთ და რუსულ ბაზარზე შედიან, ვფიქრობ, რომ 2024 წლის განმავლობაში რუსეთში 10-მდე რესტორანს გახსნიან“, - განაცხადა ნატალია კერმედჩიევამ.
Big Chefs-ის პირველი რესტორანი 2007 წელს ანკარაში გაიხსნა. ქსელის რესტორნები წარმოდგენილია თურქეთის ბევრ ქალაქში, მათ შორის ბოდრუმში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითსა და საუდის არაბეთში. ქსელი სპეციალიზებულია თურქულ და საერთაშორისო სამზარეულოზე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა