დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 35%-მდე გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 35%-მდე გაზარდა

26-10-2023 16:36:35

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების ძირითადი განაკვეთი 30%-დან 35%-მდე გაზარდა. ამის შესახებ მარეგულირებლის განცხადებაშია ნათქვამი.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა  ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა და განაკვეთი (ერთკვირიანი აუქციონის რეპოს განაკვეთი) 30%-დან 35%-მდე გაზარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ეს გადაწყვეტილება, ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მიზნად ისახავს „დეზინფლაციის სწრაფად მიღწევას, ინფლაციური მოლოდინების კონსოლიდაციასა და ფასების ქცევის გაუარესების შეკავებას“. ხაზგასმულია, რომ „მესამე კვარტალში ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი იყო“.

2023 წლის ივნისამდე რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-ზე რჩებოდა. თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, გარკვეულ მომენტში დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებას ინფლაცია უნდა შეეკავებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ფასები კვლავ იზრდებოდა და ეროვნული ვალუტა გაუფასურდა.

ივნისის შემდეგ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთის სისტემატიურად გაზრდა დაიწყო, თუმცა თურქული ლირა ვარდნას კვლავ განაგრძობდა.

დოლართან შედარებით ბოლო ხუთი თვის განმავლობაში თურქეთის ეროვნული ვალუტა 30%-ზე მეტით გაუფასურდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები