დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ეროვნული ვალუტა ანტირეკორდების დამყარებას განაგრობს

თურქეთის ეროვნული ვალუტა ანტირეკორდების დამყარებას განაგრობს

11-01-2024 17:32:00

თურქეთის ეროვნული ვალუტა ანტირეკორდების დამყარებას განაგრძობს. დღეისათვის 1 დოლარის ღირებულება 30 ლირას უკვე გადასცდა.

მანამდე ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშეკმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება არ ადგენს ლირა-დოლარის სამიზნე კურსს, რადგანაც კურსი თავისუფალ ცურვაშია.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ივნისში განაცხადა, რომ გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის თანდათან გამკაცრებას, სანამ ინფლაციის პროგნოზები არ გაუმჯობესდება.

წლიურმა ინფლაციამ 2023 წლის დეკემბერში 64,77% შეადგინა, მაშინ როდესაც ნოემბერში 61,98%-იან ნიშნულზე იყო.

იმავდროულად, დამოუკიდებელი ეკონომისტთა ჯგუფის (ENAG) მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ დეკემბერში 127,21% შეადგინა.
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები