თურქეთი გეგმავს 2024 წელს ევროპაში ეროვნული ელექტრომობილის TOGG-ის ექსპორტის დაწყებას და მის გლობალურ ბრენდად გადაქცევას. ამის შესახებ ქვეყნის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ფატიჰ კაჯირმა განაცხადა.
„ახლა დღეში 180-200 მანქანას ვაწყობთ, ორ-სამ კვირაში ვგეგმავთ ამ მაჩვენებლის 280-მდე გაზრდას. 2024 წლისთვის გვაქვს გეგმები, დავიწყოთ ელექტრომობილების ექსპორტი ევროპაში, რომელიც ჩვენთვის მიმზიდველი ბაზარია, შემდეგ კი TOGG-ი გადაიქცევა გლობალურ ბრენდად“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ TOGG-ი არის თურქეთში წარმოებული პირველი ავტომობილია.
უახლესი
16 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს35 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”