დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთი EURO 2032-დან 1 მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს

თურქეთი EURO 2032-დან 1 მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს

12-10-2023 10:30:18

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2032 წელს თურქეთში გაიმართება. თურქეთი ჩემპიონატის მასპინძლობით 1 მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს. ამის შესახებ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰმედ ბუიუკექსიმ განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ EURO 2032-ზე ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავა.

შეგახსენებთ, რომ უეფამ გამოაცხადა, რომ 2032 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის, EURO 2032-ის მასპინძლობა თურქეთისა და იტალიის პარტნიორობას გადაეცა.

ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართული, უეფას დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამოცხადდა, რომ ევრო 2032 თურქეთ-იტალიის პარტნიორობას გადაეცა.

მეორეს მხრივ, ასევე ცნობილი გახდა, რომ EURO 2028-ის მასპინძლობა გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკის პარტნიორობას გადაეცა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები