დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუ უწყვეტ მიწოდებას ვერ მოვახდენთ, ქართულ პროდუქტს საამიროების ბაზარზე კონკურენცია გაუჭირდება - დავით ცირდავა

თუ უწყვეტ მიწოდებას ვერ მოვახდენთ, ქართულ პროდუქტს საამიროების ბაზარზე კონკურენცია გაუჭირდება - დავით ცირდავა

12-10-2023 13:00:53

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ("CEPA") ქართული ბიზნესისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ექსპორტზე მეტ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ არის გამოწვევაც.

როგორც აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ Busieness Insider Georgia-თან, თუკი მიწოდების უწყვეტ უზრუნველყოფას ვერ მოვახდენთ, ქართულ პროდუქტს საამიროების ბაზარზე კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

ცირდავა ხარისხზეც ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ გარკვეული ზომები ამ მხრივაც არის მისაღები, რადგან გარკვეული პრობლემა ამ კუთხით შეინიშნება და დასაძლევია.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მოლაპარაკება ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ 2020 წელს დაიწყო რეალურად, როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პოსტს ნათია თურნავა იკავებდა.  პროცესი იმთავითვე  ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ვფიქრობ, ხელშეკრულების გაფორმება მაგალითი გახდება ისეთი ქვეყნებისთვისაც, უფრო ფართო მასშტაბით უნდა შევხედოთ და არა მხოლოდ ბაზრის მოცულობაზე ვაკეთოთ აქცენტები.  ნამდვილად მივესალმებით გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენი მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდოდა და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა მოგვეცემოდა, დიდად ვერ გამართლდა. კერძოდ,  მარტის ბოლოდან დავიწყეთ კვლევა და არცთუ სახარბიელო ვითარება შეიქმნა.

ჩვენი წევრები არ არიან მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული  კომპანიებიც, მათ შორის, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და სხვა. გამოვიდა, რომ იმ ბაზარზე, სადაც პროდუქცია შედის, ვთქვათ, თურქეთიდან, რთულია ქართულმა პროდუქციამ ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს. ეს არის როგორც ფასთაშორის სხვაობა, ასევე ლოჯისტიკური პრობლემა და წარმადობა ქმნის დაბრკოლებას. მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმა, რომელიც უწყვეტობის კუთხით არსებულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, რთულია ადგილი დაიმკვიდროს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარზე“, - განაცხადა ცირდავამ.

მისი შეფასებით, ამ მხრივ განსაკუთრებით მეტი პოტენციალია ღვინის წარმოებაში, რაც მაქსიმალურად იქნას ათვისებული. გარდა ამისა, დავით ცირდავას თქმით, ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რაც სავაჭრო კავშირს გაამყარებს.

„პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი მაღალი ხარისხის ღვინოები მოხვდეს უშუალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და არა მარტო ამ ბაზარზე, სპარსეთის ყურეს ქვეყნებშიც. უფრო სასტუმროებში, ღია კლუბებში შეიძლება გაიყიდოს, სადაც მაღალ ფასში ხდება რეალიზება. კონკურენცია ამ მიმართულებით გაცილებით ჯანსაღია და პერსპექტიულიც. ფართო მასშტაბით ვართ ჩართული, რომ ქართულ კომპანიებში ამ მიმართულებით დავეხმაროთ.

ამასთან, ჩვენ გვაქვს  დამატებით გამოვყავით სხვადასხვა ხაზი და წარმოება უფრო გავაფართოვეთ, რაც კარგად იმუშავებს იქაურ ბაზრებზე. ამ ხელშეკრულების შემდეგ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა ეკონომიკური ფორუმები, და სხვადასხვა ღონისძიებები, რაც ბიზნესკავშირებს უფრო მეტად გაამყარებს. ამასთან, რეგისტრაცია ბიზნესისთვის რომ მოხდეს უფრო მარტივი ფორმით,  არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან გვქონდა საუბარი, როცა ეკონომიკური ფორუმების უფრო დაგეგმარება და ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ბიზნესმა ხელშეკრულების პირობებით არსებული შეღავათები ეფექტურად  გამოიყენოს“, - განაცხადა ცირდავამ.

ამდენად, როგორც აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის ღია ფანჯარა, რასაც სჭირდება აქტიური გამოყენება, მაგრამ  ასევე  ბევრი სამუშაოა როგორც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მხრივ, ასევე ბიზნესმა  უნდა მოინდომოს უფრო მეტად, რომ ეს შესაძლებლობები რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გამოიყენოს. 

„დაახლოებით 1 წელი სჭირდება, რომ სასურველი შედეგი დადგეს. გვახსოვდეს ისიც, რომ  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება თავისი შესაძლებლობებით უნიკალურია, მაგრამ ამ პოტენციალს ვერ ვიყენებთ სათანადოდ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი პრობლემის წინ არ აღმოვჩნდეთ და ქართულმა პროდუქტმა ემირატების ბაზარზე ღირსეულად დამიმკვიდროს ადგილი“, - დასძინა ცირდავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ("CEPA") ხელმოწერის გაიმართა, სადაც აღნიშნული ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღეს. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები