დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუ შევძლებთ, რომ 4 წლის შემდეგ გვექნება ეკონომიკა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 13 ათასი დოლარი იქნება, ეს ნიშნავს, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ქვედა ზღვარს მივაღწევთ - შოთა ბერეკაშვილი

თუ შევძლებთ, რომ 4 წლის შემდეგ გვექნება ეკონომიკა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 13 ათასი დოლარი იქნება, ეს ნიშნავს, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ქვედა ზღვარს მივაღწევთ - შოთა ბერეკაშვილი

03-02-2025 12:53:00

თუკი ჩვენ ამას შევძლებთ, რომ 4 წლის შემდეგ გვექნება ეკონომიკა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 13 ათასი დოლარი იქნება, ეს იმას ნიშნავს უკვე, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ქვედა ზღვარს მივაღწევთ. ამის შემდეგ უფრო მარტივი და ადვილი იქნება იმ მიზნების მიღწევა, რომელიც ჩვენ გვინდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

მან ქვეყანაში ბოლო 4 წლის ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 15,8 მლრდ დოლარს შეადგენდა, დღეისთვის კი - 33 მლრდ-ია.

„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ასე ადვილი არ არის. თუ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არ აწარმოვე და გარემოებებმა ხელი არ შეგიწყო, 4 წელიწადში ვერ გააორმაგებ, თუმცა, „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ ეს შევძელით“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 9 ათას დოლარს შეადგენს და საჭიროა, ამ მაჩვენებლის გაზრდა 13 ათას დოლარამდე, რაც დამახასიათებელია მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა 33 მლრდ-დან 48 მლრდ-მდე უნდა გაიზარდოს. ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, განხორციელდეს ისეთი პროექტები, როგორიც მაგალითად, დეველოპერულ ჯგუფს EMAAR Group-ს აქვს.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება იყო, რომ ეკონომიკას შემდეგი 4 წლის განმავლობაში გაზრდიდნენ და 48 მლრდ დოლარის მოცულობის გახდებოდა.

„ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ იმ ეკონომიკურ მიღწევებს, რომელიც ჩვენ 4 წლის განმავლობაში შევძელით. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის პროცესი არ შეჩერდეს. თუკი ჩვენ ამას შევძლებთ, რომ 4 წლის შემდეგ გვექნება ეკონომიკა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 13 ათასი დოლარი იქნება, ეს იმას ნიშნავს უკვე, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ქვედა ზღვარს მივაღწევთ. ამის შემდეგ უფრო მარტივი და ადვილი იქნება იმ მიზნების მიღწევა, რომელიც ჩვენ გვინდა.

საერთო ჯამში, რა არის საქართველოს მოქალაქეების მიზანი? - მათი მიზანია, იცხოვრონ დამოუკიდებელ, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში. ეს ქმნის თავისუფლებას და ეს ქმნის მომავალს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები