დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგის პირველი გადარიცხვა განხორციელდა

ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგის პირველი გადარიცხვა განხორციელდა

19-09-2024 14:58:00

მიხეილ კაპანაძე : „ღია ბანკინგი უკვე სრული სიმძლავრით მუშაობს.“

საქართველოს საბანკო ასოციაციის, ეროვნული ბანკისა  და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანია Keepz-ის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგით პირველი გადარიცხვა განხორციელდა.

როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორმა, მიხეილ კაპანაძემ შეხვედრაზე განაცხადა,  ღია ბანკინგის ეკოსისტემაში ახალი ეტაპი დაიწყო.

„ჩვენ შემოგვემატა ახალი ტიპის წევრი - პირველი არასაბანკო ტიპის პროვაიდერი - keepz და თუ აქამდე,მხოლოდ საუბარი შეგვეძლო იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს აუცილებლად მოხდებოდა - ეს დღე ახლა უკვე დადგა.

ღია ბანკინგის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა - ფულადი ტრანზაქციების განხორციელება, ამიერიდან რეალობაა. აღვნიშნავ იმასაც, რომ ღია ბანკინგის იდეა არის ის, რომ საბანკო სერვისები უფრო ღია გახდეს იმ გაგებით, რომ  მისი გამოყენება და მისი საშუალებით სერვისების მიწოდება არასაბანკო ინსტიტუტებსაც შეეძლოთ.

იმედი გვაქვს, keepz-ის მაგალითი სხვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდება.“ - განმარტა მიხეილ კაპანაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები