თუ საზღვარგარეთ სწავლა თქვენი მიზანია, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას გაძლევთ, მიზანი რეალობად აქციოთ.
CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა ჯამურად 60-მდე გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლა სრულად დაუფინანსა.
CHEVENING
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელზე მეტია, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია და პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად საკუთარ რჩეულს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს.
Fulbright
Fulbright-ის ფარგლებში, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს 100%-ით უფინანსებს.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია MASE-ში
კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კი, საქართველოს ბანკი, Miami Ad School-თან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. მის ფარგლებში, ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენენ და ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ორწლიან პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევენ.
ცოდნა ზრდის საზღვრებს
„ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მიღებული ცოდნით, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. ჩვენს ინიციატივებს შორისაა სამი საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა, რომელთა დახმარებით, უკვე 60-მდე ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, ესწავლათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით. ჩვენ არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში აღნიშნული პროგრამების მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის CSR გუნდში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
თუ გსურთ, გაიგოთ მეტი საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge და აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები!
უახლესი