L'Oreal-ის კოსმეტიკის კომპანიის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი გახდა პირველი ქალი მსოფლიოში, რომლის ქონებამაც 100 მილიარდ დოლარს მიაღწია.
როგორც Bloomberg წერს, L'Oreal-ის კოსმეტიკის კომპანიის მემკვიდრის ქონება $100.2 მილიარდამდე გაიზარდა, ამ ზრდას ხელი შეუწყო 1909 წელს ბაბუის მიერ დაარსებულ L'Oreal-ის აქციებზე რეკორდულმა მაღალმა ფასებმა.
70 წლის ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი კომპანიის ვიცე-თავმჯდომარეა, რომლის ღირებულებაც 268 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ის და მისი ოჯახი ფლობენ აქციების 35%-ს.
ჟურნალმა Forbes-მა L'Oreal-ის მემკვიდრე სამჯერ დაასახელა მსოფლიოს უმდიდრეს ქალად 2021, 2022 და 2023 წლებში
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის