იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ჩინეთი დაემატა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის“, - ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს.
უახლესი