დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობადობა, ხარისიხი და პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია „ფრუტ ლოჯისტიკა“-ს  2025 წლის მთავარი პრიორიტეტებია

ცნობადობა, ხარისიხი და პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია „ფრუტ ლოჯისტიკა“-ს 2025 წლის მთავარი პრიორიტეტებია

13-02-2025 18:00:00

გურმანიასბრენდით წარმოებული ქართული პროდუქცია უკვე ევროპის ბაზარზე იყიდება. ამის შესახებ Business Insider Georgia -ფრუტ ლოჯისტიკისპიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ხათუნა კიღურაძემ განუცხადა. მისივე თქმით, „ფრუტ ლოჯისტიკამ“, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელი კომპანიაა, პირველი ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, სადაც 22 სახეობის პროდუქცია გაიგზავნა.

კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია.

როგორც ცნობილია, კომპანია მთლიანობაში 60-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის, კომპოტებს, წვენებს, მურაბებს, ჯემებს, საწებლებს, მწნილებს და სადილებს. აღსანიშნავია, რომგურმანიასპროდუქცია წარმოდგენილია ისეთი განსხვავებული ასორტიმენტით, როგორიცაა ვარდის, გოგრის, გირჩის, წიწაკის მურაბა, ქლიავის ან ატმის საწებელი, გახეხილი ქაცვი, ფორთოხლის კონფიტიურე, გოგრის სადილი, ცხარე ჭარხალი, როგორც აჯიკა და სხვა. ბრენდიგურმანიაარის გამორჩეული და ნატურალური გემოების ერთი დიდი ოჯახი, ასევე, განსხვავებული, სახასიათო ვიზუალით შეფუთვის კონცეფციიდან გამომდინარე“, - აცხადებს კომპანიის  ხათუნა კიღურაძე.

კომპანია აქტიურად გეგმავს წარმოებისა და ექსპორტის ზრდას.

გასულ წელს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო კვების ინდუსტრიის ორ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში დუბაისა და შანხაიში. გამოფენებზეგურმანიასპროდუქციის მიმართ პოტენციურმა პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოხატეს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვებით.

შესაბამისად, მიმდინარე წლისთვის კომპანია გეგმავს წარმოების გაზრდას ნახევარ მილიონ ქილამდე, რომლის დიდი წილი ექსპორტზე გაიგზავნება, ასევე,  „ფრუტ ლოჯისტიკააქტიურად განაგრძობს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში გურმანიასბრენდის პოპულარიზაციისთვის და პარტნიორების მოსაზიდად. სწორედ ცნობადობის გაზრდა, ხარისიხი და პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია იქნება ის მთავარი პრიორიტეტი, რასაც წლის გამოწვევაც შეგვიძლია ვუწოდოთ კომპანიისთვის “, - აღნიშნავს კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ხათუნა კიღურაძე.

 „ფრუტ ლოჯისტიკამ“  ქართული ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო 2022 წელს დააფუძნა და ISO 22 000 და HACCP სისტემებიც დანერგა. მომავალ წლებში კომპანია, ასევე, გეგმავს წარმოების გაზრდას და მეტ ქართველ ფერმერთან თანამშრომლობასგურმანიასპროდუქციისთვის ქართული ნედლეულის მისაღებად.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები