დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
“წლის რეგიონი” - Coca-Cola Bottlers Georgia-მ პარტნიორები დააჯილდოვა

“წლის რეგიონი” - Coca-Cola Bottlers Georgia-მ პარტნიორები დააჯილდოვა

10-02-2025 13:00:00

Coca-Cola Bottlers Georgia-მ თანამშრომლების წახალისების მიზნით ახალ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი.  “წლის რეგიონი” ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც რეგიონში არსებული პარტნიორებისთვის შეიმუშავა. “წლის რეგიონის“ პირველ ღონისძიებას Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti-მ უმასპინძლა, სადაც  Coca-Cola Bottlers Georgia-ს ყველა პარტნიორი შეიკრიბა.

თანამშრომლების შრომის დაფასება და მათი წახალისება Coca-Cola Bottlers Georgia-სთვის უცხო არ არის და კომპანია ამას წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა აქამდე თბილისში ხორციელდებოდა, ხოლო ახლა რეგიონების დროც დადგა. 

Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია ფიქრობს, რომ მიზნის მიღწევად ადამიანმა ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს და ამ მიზნის მისაღწევად იბრძოლოს.

„ჩვენ გვყავს პარტნიორები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ 10 წელი, 25-26 წელი.  ეს რისი მაჩვენებელია, რომ ბიზნესი იმდენად ჩვენია და იმდენად ჩვენი სულიერი მდგომარეობაა, რომ ხშირ შემთხვევაში ის გაჭირვება, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ თურმე სწორი ყოფილა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში როდესაც შეფერხება აქვს ადამიანს და სხვა მიზანი აქვს, მიზნის მისაღწევად ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს“, - აცხადებს  Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია.

“წლის რეგიონი“ კი იმ ქმედებების გაგრძელებაა, რასაც კომპანია თანამშრომლების ზრდა-განვითარებაში ჩადებული ინვესტორებით ახორციელებს. 

„პროექტმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პარტნიორი კომპანიების გამოვლენას. მოგეხსენებათ, ჩვენ თბილისის გარეთ გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ჩვენი პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებენ სხვადასხვა რეგიონებში. შესაბამისად, წლიდან წლამდე ვითარდებიან ეს კომპანიები, იხვეწება ჩვენი მეთოდები და შედეგები იმდენად წარმატებული ხდება, რომ უკვე წელს აუცილებელი გახდა ყველა ამ სიახლის დანერგვა რეგიონებშიც“, - აცხადებს Coca-Cola Bottlers Georgia-ს რეგიონალური გაყიდვებისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის ფინანსისტი დავით ლეონიძე.

კომპანიამ რეგიონებში გამარჯვებული კომპანიებისთვის გარკვეული ჯილდოები დააწესა:  Coca-Cola-ს ოქროს ბოთლი,  Coca-Cola-ს სასაჩუქრე ყუთი და საერთაშორისო სერტიფიკატი, ფულადი ჯილდო. გამარჯვებულები სულ 5 ნომინაციაში გადანაწილდნენ: საუკეთესო რეგიონი, სეზონის გაყიდვების ჩემპიონი, საუკეთესო მარკეტინგული კამპანიების ორგანიზატორი, საუკეთესო RGM პარტნიორი და მომგებიან პროდუქციის დემონსტრაციის ლიდერი. 

სეზონის გაყიდვების ჩემპიონი ქობულეთი გახდა, ხოლო საუკეთესო მარკეტინგული კამპანიების ორგანიზატორი კახეთი გახდა. მომგებიან პროდუქციის დემონსტრაციის ლიდერად იმერეთი დასახელდა, საუკეთესო RGM პარტნიორი კი სამეგრელო გახდა. ხოლო რაც შეეხება მთავარ გამარჯვებულს, საუკეთესო რეგიონს ამ ნომინაციაში ლიდერობა გურიამ არავის დაუთმო. 

„პირველი დაჯილდოებაა და პირველი პრიზი გურიამ ავიღეთ. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის იქნება მოტივაცია, რომ ეს წელი იყოს უფრო წარმატებული, ვიდრე გასული წელი იყო. ძალიან დიდი მადლობა  Coca-Cola-ს გუნდს და თითოეულ თანამშრომელს“, - აღნიშნა ჯილდოს მიღების შემდეგ  Coca-Cola Bottlers Georgia-ს გურიის პარტნიორმა ნინო მგალობლიშვილმა.

„ძალიან დიდი მოტივაციაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ წარგვადგინეს, როგორც საუკეთესო შემოსავლის მქონე პროდუქტების წარმატებულ დილერებად, რაც ჩვენი კომპანიისთვის საამაყოა - Coca-Cola იმერეთისთვის. ჩვენ დიდი ხნის პარტნიორობა გაგვაჩნია Coca-Cola Bottlers Georgia-სთან, რაც წლებს ითვლის და ამ წლების განმავლობაში ბევრ წარმატებასთან ერთად დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ Coca-Cola Bottlers Georgia-ს თითოეული რეგიონის თანამშრომლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რომ მათი ყოველდღიური შრომა Coca-Cola Bottlers Georgia-მ დააფასა“, - აღნიშნა Coca-Cola Bottlers Georgia-ს იმერეთის პარტნიორმა ქართლოს კვიტივაძემ.
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები