Galt & Taggart-ი წლის ბოლომდე რეინანსირების განაკვეთის 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაშია ნათქვამი.
„2024 წლის 13 მარტს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა საბაზისო განაკვეთი 0,75 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე შეამცირა. დაბალი ინფლაციური გარემოს და წითელ ზღვაში დაძაბულობის შემცირებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ჩვენ ველოდებით შემდგომ 0,25 პროცენტული პუნქტით განაკვეთის შემცირებას 8.0%-მდე საბაზისო სცენარში 2024 წლის ბოლოსთვის“,- ნათქვამია მიმოხილვაში.
შეგასხენებთ, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.
უახლესი
5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა