სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განიცხადა, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი წლის ბოლომდე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.
„მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა და წლევანდელი წელი დაიხურება რეკორდული მაჩვენებლით, რაც ორი მთავარი გარემოებითაა განპირობებული - ერთი, ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები, მენეჯმენტი დალაგდა სწორად და მეორე მხრივ - ჩვენ გვქონდა საკმაოდ უხვნალექიანი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი, აქედან გამომდინარე, ჩვენმა ჰიდროელექტროსადგურებმა შეძლეს უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება და შესაბამისად, ეს ჭარბი ენერგია, უკლებლივ იქნა გატანილი ექსპორტზე. ამან ქვეყანას საშუალება მისცა, რომ დამატებით უცხოური ვალუტა მოეზიდა, რაც თვითონ ენერგეტიკული ობიექტებისთვის დამატებით შემოსავალია და კურსის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ნარმანიამ.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 103,286.51 ათასი დოლარის ღირებულების 1,468,188.05 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან 51%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 971,005.3 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა.
იგივე თემაზე:
უახლესი