საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე, ასევე ისაუბრა ერთ-ერთია იმ ცხრა ყალბ ნარატივზე, რომელიც სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვრცელდებოდა.
როგორც მან აღნიშნა, უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს არ გამოეხმაურებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ.
,,განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული და გაზიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო.
აღსანიშნავია, რომ არც ერთს ამ ყალბ ციტატას არ გამოეხმაურა ე.წ ფაქტების შემოწმების პროექტები იქნება ეს „ფექტჩეკი“ თუ „მითების დეტექტორი“ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან მოხდა ამის მხილება , მას შემდეგ მხოლოდ , მათ საკუთარ ვებ-გვერდზე ამხილეს ეს ყალბი ციტატები.
აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს არ გამოეხმაურნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ. პირიქით, დეზინფორმაციის მხილების საპასუხოდ სწორედ იმ ენჯეოებმა, რომლებსაც ეს დეზინფორმაცია უნდა ემხილათ, მამხილებლების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანია დაიწყეს და ისინი თავდასხმაში დაადანაშაულეს. მე არაერთხელ მისაუბრია იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში არსებობს, რომელიც არა საზოგადოებრივი ინტერესების მსახურებას, არამედ კორპორატივისტული მიზნების დაცვას გულისხმობს. ამ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ ეს კრიზისის სრული მასშტაბით იხილა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 20 გარდაცვლილია. მათგან 15-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 13 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.
უახლესი
9 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება