დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ცეცხლი აინთო“ ფილიალების ქსელის გაფართოებასა და საწარმოს გახსნას გეგმავს

„ცეცხლი აინთო“ ფილიალების ქსელის გაფართოებასა და საწარმოს გახსნას გეგმავს

04-10-2024 14:00:00

თბილისში, ქართული ბარბექიუს რესტორნის „ცეცხლი აინთოს“ მფლობელი მიხეილ ჩაფურიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ორი ფილიალის გახსნის შემდეგ, საწარმოს შექმნის კონცეფციაზე მუშაობენ. 

„მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ახალი ფილიალი გავხსენით, ახლა კი საწარმოს კონცეფციაზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია გაყიდვების გაზრდა, ამიტომ ვგეგმავთ გავხსნათ საწარმო, სადაც ნახევარფაბრიკატებს დავამზადებთ და თბილისის ფილიალებს მოვამარაგებთ“, - ამბობს მიხეილ ჩაფურიშვილი. 

ამასთან,„ცეცხლი აინთო“ რეგიონებშიც გეგმავს გასვლას და ამ მიმართულებით აჭარა, კერძოდ ბათუმი განიხილება. 

ცეცხლი აინთო • Tsetskhli Ainto ბარბექიუს რესტორანი თბილისში პირველია, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ მაყალზე მომზადებული კერძების, პირველ რიგში კი ნამდვილი კახური მწვადის დაგემოვნება შეუძლიათ. რესტორანი ახალგაზრდებმა, მიხეილ ჩაფურიშვილმა და გიორგი ახსაბაძემ ერთი წლის წინ გახსნეს და მოთხოვნა უკვე იმდენად დიდია, რომ უკვე ბიზნესის განვითარების გეგმაზეც მუშაობენ და მეორე ფილიალიც გახსნეს.

რესტორნის თანადამფუძნებლის თქმით, მთავარია, რომ ძირითადი პროდუქტის ნიშა შეინარჩუნეს.

მზადდება როგორც კახური, ასევე კლასიკური(ნაკლებ ცხიმიანი) მწვადი, რომლის ღირებულება 16-20 ლარია. კერძს კახური შოთი უფასოდ მოჰყვება. ასევე მენიუშია ქაბაბი და ქათმის მწვადი, რომელიც ძალიან მოსწონთ სტუმრებს.

რესტორის მომხმარებელთა 20%-ს უცხოელები შეადგენენ. 

„ცეცხლი აინთო" 2023 წლის 7 ივლისს გაიხსნა საბურთალოზე,  ტაშკენტის 10 ნომერში. ამ ეტაპზე კომპანიაში 20-მდე ადამიანია დასაქმებული. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები