ცესკოს პირველადი მონაცემებით საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს
26-10-2024 22:08:00
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. არჩევნების პირველადი შედეგები ასე გამოიყურება:
- „ქართული ოცნება“ - 52,94%
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ - 11,9%
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 9,79%
- „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 9,05%
- „გახარია საქართველოსთვის“ - 8,26%.
ამ ეტაპზე 3 111 უბნიდან დათვლილია 2 137 საარჩევნო უბნის მონაცემები.