7 ივნისს, ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „წერტი“დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. #46 ნომერში, DighomiCity-ის, პირველ სართულზე ახალ მაღაზიას ხსნის.
ეს თბილისში კომპანიის რიგით მეხუთე ფილიალია.
„სტუმრებს იმითაც გაგახარებთ, რომ ადგილზე საპარკინგე ადგილიც გვაქვს. ჰო, რაც მთავარია, პირველი 10 მომხმარებელი 100 ლარიან შენაძენზე მიიღებს 50 ლარიან ვაუჩერს“, - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს, „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს.
კომპანია ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს 2019 წლიდან აწარმოებს. 2020 წლიდან კი, საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.
უახლესი
2 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო3 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი