დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, თურქეთმა და საქართველომ აშხაბადში, სარკინიგზო გადაზიდვების გაზრდის საკითხი განიხილეს

ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, თურქეთმა და საქართველომ აშხაბადში, სარკინიგზო გადაზიდვების გაზრდის საკითხი განიხილეს

16-11-2023 20:00:10

საერთაშორისო მულტიმოდალურ სატრანსპორტო და სატრანზიტო მარშრუტში CASCA+ (ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და თურქეთი) მონაწილე სახელმწიფოების სარკინიგზო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა აშხაბადში, სატვირთო გადაზიდვების გაზრდის საკითხები განიხილეს.

ამის შესახებ ოფიციალური გაზეთი "ნეიტრალური თურქმენეთი" იტყობინება.

გამოცემის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ დარგობრივი სამინისტროებისა და შესაბამისი დეპარტამენტების დელეგაციები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები და საწარმოები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან.

ირკვევა, რომ მარშრუტის მრავალმოდალურობა, რომელიც გადის ორ ზღვაზე და მრავალი ქვეყნის ტერიტორიებზე, შესაძლებელს ხდის ამ დერეფნის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებას. 2019 წლიდან ანუ მარშრუტის ამოქმედებიდან დაახლოებით 30 ათასი კონტეინერის გადაზიდვა განხორციელდა.

ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათი მიზანია წელს კონტეინერების გადაზიდვის მოცულობა 30 ათას კონტეინერამდე გაზარდონ. მათი აზრით, ეს ასევე ხელს შეუწყობს ტრანსპორტის გააქტიურებასა და საქონლის ასორტიმენტის გაფართოებას ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნების გასწვრივ.

მარშუტი CASCA+ 2019 წელს ტაშკენტში ამ ქვეყნების სახელმწიფო რკინიგზის მეთაურთა შეხვედრაზე შეთანხმდა. თურქეთი აღნიშნულ პროექტს 2021 წლის დეკემბერში შეუერთდა. მარშრუტის სახელწოდებაზე "+" მიუთითებს ახალი პოტენციური მონაწილეების მიღებისთვის მზადყოფნას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნულ მარშრუტზე გადაზიდვებით. პროექტის საბოლოო მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების, კერძოდ ჩინეთის ევროპასთან დაკავშირება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები