Galt & Taggar-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლები $245 მლნ-ს, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.8 მილიონ ტონას მიაღწევს.
საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 2023 წლის 9 თვეში წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და $184.7 მლნ შეადგინა.
ზრდა ძირითადად ლოჯისტიკური სერვისებისა და მგზავრთა გადაყვანით მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა (+28.9% წ/წ და +89.5% წ/წ, შესაბამისად).
„ამასთან, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ჯამური შემოსავლების 67.5%-ს შეადგენს, წლიურად მხოლოდ 2.8%-ით გაიზარდა $124.6 მლნ-მდე. ამავდროულად მნიშვნელოვნად 30.6%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ხარჯებიც ($145.9 მლნ), რაც ძირითადად ხელფასების 39.2%-იან ზრდას უკავშირდება. ხარჯების ზრდამ EBITDA-ს 15.1%-იანი წლიური კლება განაპირობა $62.3 მლნ-მდე 2023 წლის 9 თვეში. შესაბამისად, 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, EBITDA მარჟა 33.7%-მდე შემცირდა, როცა 2022 წლის იმავე პერიოდში 44.5%-ს შეადგენდა.
2023 წლის 9 თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა წლიურად 5.9%-ით შემცირდა და 10.3 ტონა შეადგინა, რაც ნაწილობრივ გასული წლის მაღალ ბაზას უკავშირდება. ჯამური მოცულობის კლება მშრალი ტვირთების 11.4%- იანმა შემცირებამაც განაპირობა, რომლის წილიც მთლიანი ტვირთების 63.9%-ს შეადგენს.
ამავდროულად, თხევადი ტვირთები (მთლიანის 36.1%) წლიურად 5.6%-ით გაიზარდა და 3.7 მლნ ტონა შეადგინა, რამაც ნაწილობრივ დააკომპენსირა შემცირება მშრალი ტვირთების ტრანსპორტირებაში . ჩვენი მოლოდინით, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლები $245 მლნ-ს, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.8 ტონას მიაღწევს“, - ნათქვამია Galt & Taggar-ის მიმოხილვაში.
უახლესი
5 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება