წელს ფერმერები 30%-ით მეტი თხილის მოსავალს ელოდებიან. როგორც Business Insider Georgia-სთან თხილის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი თოდუამ განაცხადა, ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია.
ქვეყანაში წარმოებული თხილის 95%-ი საექსპორტო ბაზრებზე გადის. რაც შეეხება ფასებს, თოდუა საერთაშორისო ბაზრებზე ახალი თხილის ფასებზე წინასწარ ვერ საუბრობს, თუმცა მიაჩნია, რომ ადგილობრივ ბაზარზე გამშრალი, ხარისხიანი თხილის ფასი 9 ლარსაც კი გადასცდეს.
„არსებულ მონაცემებზე და ანალიზზე დაყრდნობით გეტყვით, რომ შარშანდელთან შედარებით სავარაუდოდ 30%-ით მატება გვექნება. ბუნებრივია, რომ მოსავლის რაოდენობის კუთხით მაღალი მოლოდინები გაქვს. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებზე ფასებს, ჯერჯერობით ექსპორტი არ დაწყებულა და ცოტა რთულია ფასებზე საუბარი.
თუმცა ვფიქრობთ, რომ გასულ წელთან შედარებით მაღალი ფასები დაფიქსირდება. ნედლი თხილის ფასი სხვაა და მშრალი თხილის ფასი სხვაა. აგვისტოში თხილზე სულ სხვა ფასი იქნება და შემდგომში სხვა. ადგილობრივ ბაზარზე შეიძლება ფასები 5 ლარიდან დაიწყოს და გაშრობის შემდეგ, შესაძლოა 9 და მეტსაც კი მიაღწიოს.
ქართული თხილის შეძენით უმეტესად ევროპული ბაზარია დაინტერესებული, ვმუშაობთ სხვადასხვა ბაზრების ათვისების მიმართულებით“, - აცხადეს გიორგი თოდუა.
2023 წელს ექსპორტზე 18,802.01 ტონა თხილი გავიდა, რაც 24%-ით ნაკლებია 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული თხილის მოცულობასთან.
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება