წელს ბათუმში 4 ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა, ხოლო 21 მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ახალი სპორტული მოედნები მოეწყობა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ასევე ძმები ნობელების ქუჩასა და ხახულის მე-2 შესახვევში.
ამ ეტაპზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება ჯავახიშვილის ქ. #73-ში. სამუშაოების ფარგლებში დაიგება ხელოვნური მწვანე საფარი, გამოიცვლება კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები, ლითონის კონსტრუქციები შეიცვლება ახლით, ასევე დამონტაჟდება ლითონის მავთულბადე.
მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიერ ხორციელდება 20 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია შემდეგ მისამართებზე:
ი. ჯავახიშვილის ქ. #73
ლერმონტოვის ქ. #104/106
გუდიაშვილის ქ. #18/20
კოტე აფხაზის ქ. #4
მელიქიშვილის ქ. #60
რურუას ქ. #12
წმ. სევერიანე აჭარელის ქ. #55/23
წმ. სევერიანე აჭარელის ქ. #3
შ. ხიმშიაშვილის ქ. #25
ტბელ აბუსერიძის ქ. #27
აღმაშენებლის ქ. #26
სვიმონ კანანელის ქ. #1
ზურაბ გორგილაძის ქ. #54/62
აფხაზეთის ქ. #10
ს. ხიმშიაშვილის ქ. #100
ხანძთის ქუჩა
ი. ჯავახიშვილის ქ. #45-47
26 მაისის ქ. #55-57
მარკოზ აჭარელის ქ. #4
სერგი მესხის ქ. #38
ხოლო საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ განხორციელდება ძმები ნობელების ქ. #18-ის მიმდებარედ არსებულ სკვერის რეაბილიტაცია.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი