დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წარმოვადგენთ უნიკალური კომბინაციის სასტუმროს დაბალი ფასებითა  და მაღალი ხარისხის სერვისებით - Alliance Palace Batumi

წარმოვადგენთ უნიკალური კომბინაციის სასტუმროს დაბალი ფასებითა  და მაღალი ხარისხის სერვისებით - Alliance Palace Batumi

28-10-2023 13:51:53

გამორჩეული დიზაინის და ადგილმდებარეობის მქონე აპარტსასტუმრო Alliance Palace Batumi ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.

სასტუმრო  მოიცავს 320 სხვადასხვა კატეგორიის კომფორტულ აპარტამენტს ულამაზესი ზღვის ხედით.  როგორც ,,ალიანს პალას ბათუმის" წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს,  აპარტამენტები მორგებულია როგორც სხვადასხვა ტიპის დამსვენებლებისთვის, ასევე ოჯახური და ბიზნეს სეგმენტისთვის.

„ჩვენი სასტუმრო დაბალი ფასებისა და სტუმრების განსაკუთრებული მომსახურეობის უნიკალური კომბინაციაა. სასტუმროს აპარტამენტები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვიზიტორებისთვის და არის კომფორტული დასვენების გარანტია.

„ალიანს პალასი“ მომხმარებელს სთავაზობს დამატებით სერვისებს, როგორიცაა მასაჟი, ბიზნეს ცენტრი, ტრანსფერი, საკონფერენციო დარბაზი და ა.შ. პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი, რომელსაც მართავს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი შეფ-მზარეული - გურამ ბაღდოშვილი, გამოირჩევა როგორც ქართული, ისე ევროპული და აზიური სამზარეულოთი და მომხმარებელს უნიკალური კერძების დაგემოვნების საშუალებას აძლევს", - აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.

ცნობილია, რომ Alliance Palace Batumi სულ რამდენიმე ხნის წინ ტურიზმის ეროვნულ ასოციაციაში გაწევრიანდა.

„ასოციაცია აერთიანებს ტურიზმის სფეროში არსებულ ბიზნესს სეგმენტს. აქვს დიდი დაფარვის არეალი, რაც გულისხმობს ინფორმაციის გავრცელებას ტურიზმის ასოციაციის წევრებთან. ის ეხმარება მასში შემავალ ორგანიზაციებს ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაში, ასევე საშუალებას გვაძლევს გავიცნოთ ახალი კომპანიები და დავამყაროთ ახალი კონტაქტები.

ასოციაციაში არსებული კომიტეტები მუშაობენ ტურიზმის სფეროში პრობლემების აღმოფხვრაზე. აქედან გამომდინარე, ,,ალიანს პალას ბათუმისთვის"  ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ტურიზმის ეროვნულ ასოციაცია გაწევრიანებით", - აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას.
,,ალიანს პალას ბათუმში" 120 თანამშრომელია დასაქმებული.

2023 წლის ივნისიდან ალიანს პალასი, სასტუმროს მენეჯმენტის ლიდერ კომპანია Aimbridge Hospitality-ს პირველი პარტნიორია საქართველოში.

ახალი მენეჯმენტ კომპანია  Aimbridge Hospitality-ს და საუკეთესო გუნდის მეშვეობით, სამომავლოდ ,,ალიანს პალას ბათუმი" ბევრ სიახლეს გეგმავს, მათ შორის არსებული საპარკინგე ზონის გაფართოებას და მოწესრიგებას, რათა მეტი კომფორტი შეუქმნას სტუმარს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები