დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წარმოება და გაყიდვები სტაბილურად 15 - 20%-ით იზრდება - „ჰერბია“

წარმოება და გაყიდვები სტაბილურად 15 - 20%-ით იზრდება - „ჰერბია“

02-10-2024 15:00:00

„ჰერბია“ განაგრძობს ზრდასა და განვითარებას. 2024 წელს თვიდან-თვემდე კომპანიის წარმადობა და გაყიდვები 15-20%-ით იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჰერბიას“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა.

„ჰერბიას“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა სუპერმარეტსა და მსხვილ ჰიპერმარკეტებში იყიდება. ვგეგმავთ ახალი პროდუქტების წარმოებას, ეს პროექტი 2025 წელს დაიწყება“,- აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიამ ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ორი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები შეიძინა. ორი მიწის ნაკვეთიდან ერთი 19788.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებს აერთიანებს და მასში კომპანიამ 214 500 ლარი გადაიხადა, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი 25524.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია და აღნიშნულ ლოტში კომპანიამ 258 000 ლარი გადაიხადა.

როგორც Business Insider Georgia-ს „ჰერბიას“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა, ამ ტერიტორიაზე კომპანია წარმოების განვითარებას გეგმავს. 

„ჯერ ინვესტიციის მოცულობას ვერ დავასახელებ, სამშენებლო სამუშაოებს ამ ტერიტორიაზე სავარაუდოდ 2025 წლიდან დავიწყებთ“,- აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი. 

ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები