წალკის კანიონის შუშის ხიდი ვიზიტორებისთვის რამდენიმე დღით დაიხურება.
„8 მაისიდან 12 მაისამდე შუშის ხიდზე ვიზიტორების შესვლა შეჩერდება. ხიდს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გეგმიური რევიზია უტარდება. რაც შეეხება მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას და სხვა ატრაქციებს ისინი ჩვეულ რეჟიმში, განაგრძობენ სტუმრების მიღებას”,-წერია Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გასულ წელს გაიხსნა. კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები ისრაელის კომპანია KASS LAND-მა განახორციელა.
იგივე თემაზე:
უახლესი