Toyota-მ ივლისის გაყიდვების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ივლისში მსოფლიო გაყიდვები გასული წლის იმავე თვესთან შედარებით დაახლოებით 8%-ით გაიზარდა, რაც 859,506 ერთეულს შეადგენს და რაც კომპანიისთვის რეკორდულ მაჩვენებელს ნიშნავს.
ივლისში Toyota-ს, Hino Motors-ისა და Daihatsu-ს ბრენდების ჩათვლით, გაყიდვები 5,2%-ით გაიზარდა და 918,345 ერთეული შეადგინა.
ირკვევა, რომ Toyota-მ ივლისში გლობალური წარმოებაც შეინარჩუნა და სააგნარიშო პერიოდში 14,6%-იანი ზრდაც აჩვენა. მისმმა წარებამ 809,400 ავტომობილი შეადგინა.
Toyota-ს გაყიდვები აშშ-ში გაიზარდა 8,1%-ით, ხოლო ევროპაში 17,8%-ით.
უახლესი