Tower Group-მა ბათუმის შემდეგ საინვესტიციო პროექტის განხორციელება თბილისშიც დაიწყო. ახალი პროექტი “ლისი პანორამა” ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე მდებარეობს.
პროექტი ქალაქიდან მოშორებით, თუმცა მასთან ახლოს - ულამაზეს ბუნებაში, ტყისა და ქალაქის ხედებით, მიწის 44 ინდივიდუალურ ნაკვეთს აერთიანებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Tower Group-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, სოფო წულაძემ განაცხადა, კომპანიამ “ლისი პანორამას“ გაყიდვები რამდენიმე დღეა რაც გახსნა.
„პროექტის ფარგლებში იყიდება მიწის ნაკვეთები. მთლიანობაში პროექტი დაახლოებით 35 ათას კვ/მ-ს აერთიანებს, რომელიც 40-44 მიწის ნაკვეთად დაიყოფა და გაიყიდება. 1 კვ/მ მიწის ფართის ღირებულება 180 დოლარს შეადგენს, რაც დღეის მდგომარეობით კონკურენტული საბაზრო ფასია მსგავსი ლოკაციის მქონე მიწის ნაკვეთებისთვის - განმარტავს სოფო წულაძე.
Tower Group-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ “ლისი პანორამას“ პროექტში არსებული მიწის ნაკვეთების რეალიზებას მაქსიმუმ 1-1.5 წელში მოახდენენ. „პროგნოზის გაკეთება რთულია, ნებისმიერი ომი თუ დაძაბულობა გავლენას ახდენს მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვზე, ჩვენი ბაზარი ძალიან სენსიტიურია მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების მიმართ“, - განმარტავს სოფო წულაძე.
რაც შეეხება პროექტს, “ლისი პანორამას“ თითოეულ ნაკვეთი არის საცხოვრებელი ზონა - მეპატრონეს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის დაწყება უმოკლეს ვადებში შეეძლება, რადგან მიწის თითოეულ ნაკვეთზე უკვე დამტკიცებულია განაშენიანების გეგმა.
თითოეულ ნაკვეთთან მიყვანილი იქნება ელექტრო ენერგია, გაზი, წყალი, გზა და კანალიზაცია. გარდა ამისა, აქ დაგხვდებათ საპარკინგე ადგილები, სტადიონი, საფეხმავლო ბილიკები და კომერციული სივრცეები.
საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს პრესტიჟული სკოლები, სუპერმარკეტები და აფთიაქი, კლინიკა, გასართობი თუ საღონისძიებო სივრცეები, იპოდრომი.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ლოკაცია – მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ცენტრამდე სულ 15 წუთის გზაა, ლისი პანორამა ქალაქის ხმაურიანი ყოველდღიურობისგან განცალკევებული და მშვიდი ადგილია.
„აქ ცხოვრება და დასვენება ერთ სივრცეში ერთიანდება. ლისი პანორამაში მიწის მეპატრონეს შეუძლია აიშენოს საკუთარი კერძო სახლი, იცხოვროს მშვიდად ქალაქიდან მოშორებით, უახლოეს მანძილზე ჰქონდეს ყველა საჭირო ობიექტი და ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა ოჯახის სრულყოფილი და იდეალური ყოველდღიურობისათვის“, - აცხადებენ Tower Group-ში.
უახლესი