დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი წარდგენილი იქნებიან  ბრწყინვალების ორდენზე - პრემიერი

თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი წარდგენილი იქნებიან ბრწყინვალების ორდენზე - პრემიერი

24-02-2025 14:50:00

მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების  უმაღლესსახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე,  - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, კაპიტანი  თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაცაქვთ განსაკუთრებული მიღწევები,  იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე.

 

„გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ უკვე მეექვსედ მოიპოვესევრობასკეტის, ევროპის ჩემპიონატის საგზური. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ წარმატებისსათანადოდ დაფასება და ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსპრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენიკალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების  უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზეწარდგენის თაობაზე.  ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი ჩვენი ეროვნულისაკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში, რა თქმაუნდა, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ 2 კალათბურთელი, კაპიტანი, ბატონი თორნიკეშენგელია და ასევე გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინიიქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე. ყველა მათგანს მინდა მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები