დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 პროდუქტი რასაც სომხეთში ვყიდით და ვყიდულობთ

TOP-5 პროდუქტი რასაც სომხეთში ვყიდით და ვყიდულობთ

31-10-2023 18:00:31

სომხეთში იმპორტი 64%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ სომხეთში 601,525.65 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში სომხეთში 365,794.91 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სომხეთში ექსპორტის კუთხით რეკორდული 2023 წელი იქნება, რადგანაც მიმდინარე 9 მაჩვენებლები უკვე ბევრად აჭარბებს 2022 წლის მაჩვენებლებს, რომელიც აქამდე საქართველოდან სომხეთში ექსპორტის მაქსიმუმს აჩვენებდა. 

საქართველოდან სომხეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია. სწორედ მსუბუქ ავტომობილებზე მოდის სომხეთში ექსპორტის 40%-ი. 

რას ყიდის საქართველო სომხეთში - TOP-5 პროდუქტი

  • მსუბუქი ავტომობილები - 239,777.57 ათასი დოლარი,
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 19,914.81  ათასი დოლარი,
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 19,615.81  ათასი დოლარი,
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 12,950.89  ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 10,635.92  ათასი დოლარი.

ექსპორტისგან განსხვავებით 34%-იანი კლებაა სომხეთიდან იმპორტში. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველო სომხეთიდან 286,681.41 ათასი დოლარის პროპდუქცია იყიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 432,924.94 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა. 

სომხეთიდან იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2022 წელს მიაღწია, როდესაც სომხეთიდან საქართველოში 613,697.15 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. 2022 წლის მაჩვენებელი კი 47%-იან ზრდას აჩვენებს 2021 წლის მაჩვენებლებთან.

რა იყიდა საქართველომ სომხეთიდან - TOP-5 პროდუქტი

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 153,538.39 ათასი დოლარი,
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 47,938.51 ათასი დოლარი,
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 22,843.32 ათასი დოლარი,
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 13,522.86 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები