სინგაპურიდან იმპორტი იზრდება. 2024 წლის რვა თვის მონაცემებით სინგაპურიდან იმპორტის კუთხით 87%-იანი ზრდაა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ სინგაპურიდან 22,426.69 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11,971.56 ათასი დოლარის. საქსტატის მიხედვით სინგაპურიდან იმპორტის 50%-ი კონდიციონერებზე მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო სინგაპურიდან ყიდულობს:
რაც შეეხება ექსპორტს, სინგაპურში ექსპორტი 35%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ სინგაპურში 5,648.32 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8,702.31 ათასი დოლარის. საქართველოდან სინგაპურში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ეთილის სპირტია, სწორედ მასზე მოდის ექსპორტის 73%-ი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო სინგაპურში ყიდის:
უახლესი
5 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე7 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა7 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს7 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა