საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 25%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 48 274 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 63 923 ერთეული. შესაბამისად კლება 24,5%-ია.
მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების საერთო ღირებულება 721,870.96 ათასი დოლარია.
საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ა, რომელზედაც 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების 70%-ი მოდის.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ხორციელდება:
იმპორტის პარალელურად შემცირებაა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით. იანვარ-აპრილში ქვეყნიდან 28,057 ერთეული ავტომობილი რეექსპორტირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 15%-იანი კლებაა.
უახლესი