დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება

19-09-2024 17:00:00

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 1,478,080.47 ათასი დოლარის 68,091.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის რეექსპორტის მაჩვენებლებთან 2%-იანი კლებაა. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 69,494.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი დაფიქსირდა.

საგულისხმოა, რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 107,898.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა.

მიმდინარე სტატისტიკით კი საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 51 ქვეყანაში დაფიქსირდა, საიდანაც ლიდერი ყაზახეთია, სადაც საქართველოდან 32,865.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება:

  • ყაზახეთი - 32,865.00 ცალი - 464,491.96 ათასი დოლარი;
  • ყირგიზეთი - 18,920.00 ცალი - 688,251.82 ათასი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 9,132.00 ცალი - 190,745.63 ათასი დოლარი;
  • სომხეთი - 4,153.00 ცალი - 76,955.14 ათასი დოლარი;
  • ტაჯიკეთი - 967.00 ცალი - 15,590.27 ათასი დოლარი;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები