დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო  ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო  ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის

28-10-2024 18:00:00

ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 9,999.39 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენების გაიტანა, რომლის საერთო ღირებულებაც 14,682.07 ათასი დოლარი იყო. 2023 წლის 9 თვეში კი ქვეყნიდან 8,893.96 ტონა წვენები გავიდა. შესაბამისად წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების მოცულობა 12%-ითაა გაზრდილი.

საგულისხმოა, რომ ქვეყნიდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2022 წელს მიაღწია, როდესაც უცხოეთის ბაზრებზე საქართველომ 13,251.59 ტონა წვენები გაყიდა.

მიმდინარე წლის 9 თვის მაჩვენებლებით კი საქართველოში წარმოებული წვენებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ა, რომელზეც წვენების ექსპორტის 26%-ი მოდის.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო  ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:

  • აშშ - 2,596.40 ტონა - 3,813.18 ათასი დოლარი,
  • ისრაელი - 1,837.53 ტონა - 3,314.43 ათასი დოლარი,
  • ავსტრალია - 1,311.39 ტონა - 1,421.55 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 742.61 ტონა - 1,082.82 ათასი დოლარი,
  • სომხეთი - 615.94 ტონა - 526.78 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები