ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 12%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 13,726.26 ათასი დოლარის ღირებულების 9,247.90 ტონა წვენები გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8,245.95 ტონა.
ქართული ხილისა და ბოსტნეულის წვენებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ა. სწორედ აშშ-ზე მოდის ექსპორტის 26%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:
აშშ - 2,416.35 ტონა,
ისრაელი - 1,813.76 ტონა,
ავსტრალია - 1,101.76 ტონა,
გერმანია - 742.61 ტონა,
რუსეთი - 578.77 ტონა.
უახლესი
1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით