2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 5,995.82 ათასი დოლარის ღირებულების 1,443.02 ტონა ჩაის იმპორტი განახორციელა, რაც რაოდენობრივ ჭრილში 17%-იან კლებას აჩვენებს.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ სულ 1,692.73 ტონა ჩაი იყიდა.
რვა თვეში ქვეყანაში იმპორტირებული ჩაის 39%-ი თურქეთზე მოდის, ხოლო 19%-ი აზერბაიჯანზე.
საქსტატის მონაცემებით, საქართველომ თურქეთიდან იანვარ-აგვისტოში 194.56 ათასი დოლარის ღირებულების 564.91 ტონა ჩაი იყიდა, ხოლო აზერბაიჯანიდან 1,881.27 ათასი დოლარის ღირებულების 246.68 ტონა ჩაი.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ჩაის ყიდულობს:
ჩაის იმპორტმა საქართველოში თავის მაქსიმუმ 2020 წელს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 2,936.33 ტონა ჩაი იყიდა.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება