დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებმაც საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს

TOP-5 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებმაც საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს

14-07-2023 13:00:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიერ გამოქვეყნებული მიგრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფრი 515 ადამიანმა ითხოვა. 

მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 224 იყო, პირველ კვარტალში კი 291. შესაბამისად, ჯამში მიმდინარე წლის 6 თვეში კი ეს რიცხვი - 515-ს შეადგენდა.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ 2022 წელს ჯამში 1 473 განაცხადი იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი - 104 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა.

ტოპ-5 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებმაც 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს, ასე გამოიყურება:

  • უკრაინა -  104 მოქალაქე
  • რუსეთი - 49 მოქალაქე
  • ირანი - 93 მოქალაქე
  • თურქეთი - 72 მოქალაქე
  • ინდოეთი - 17 მოქალაქე

 

ტოპ-4 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებმაც 2022 წლის 1-ელ ნახევარში საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს, ასე გამოიყურება:

უკრაინა - 368 მოქალაქე;
რუსეთი - 54 მოქალაქე;
თურქეთი - 96 მოქალაქე;
ირანი - 79 მოქალაქე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები