სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 26%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2024 წლის პირველ ნახევარში სამოგზაურო დაზღვევიდან 6 379 526 ლარი მოიზიდეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5 069 614 ლარი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2024 წლის ორი კვარტლის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 39,6%-ი მოდის.
ჯი პი აი ჰოლდინგმა 2024 წლის იანვარ-ივნისში 1 887 760 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე თიბისი დაზღვევაა, რომელმაც 2024 წლის პირველ ნახევარში 1 048 494 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 16,4%-ი მოიპოვა.
სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია იმედი L-ია, რომლის ბაზრის 15,9%-ის მფლობელია და 2024 წლის პირველ ნახევარში სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 1 014 529 ლარის პრემია მოიზიდა.
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა, რომელმაც მიმდინარე წლის 6 თვეში 696 779 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 10.9%-ის მფლობელი გახდა.
TOP-5-შია ასევე დაზღვევის არდი დაზღვევა, რომელმაც 2024 წლის პირველ ნახევარში სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 402 856 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 6,3%-იც დაიკავა.
რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2024 წლის პირველ ნახევარში 50 982 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 9%-ით მეტია, რადგანაც 2023 წლის 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 46 791 ლარი შეადგინა.
გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია უნისონი, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2024 წლის პირველ ნახევარში 26 757 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 24 225 ლარი შეადგინა.
მთლიანობაში 2024 წლის იანვარ-ივნისში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ორ კომპანიაზე უნისონსა და ირაოზე გადანაწილდა.
არსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის პირველ ნახევარში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 6 379 526 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 50 982 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 0,8%-მდე დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ.
უახლესი