დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-10 სასტუმრო თბილისში, სადაც განთავსება ყველაზე ძვირია

TOP-10 სასტუმრო თბილისში, სადაც განთავსება ყველაზე ძვირია

24-05-2024 23:00:00

ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოში და მით უმეტეს თბილისში ტურისტების შემოდინებას ელიან. დედაქალაქისთვის მაღალი სეზონი ივლისიდან იწყება და რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. საინტერესოა რა ღირს ღამისთევა თბილისის მაღალი კლასის სასტუმროებში. Booking-ის მიხედვით, 1 აგვისტოს მდგომარეობით, ყველაზე ძვირი სასტუმრო მომსახურების მიღება Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel-შია შესაძლებელი, სადაც ღამისთევა აღნიშნულ პერიოდში 840 ლარი ღირს. (ტარიფი მოცემულია ერთი ღამე, ერთი სტუმარი, ერთი ნომერი).

თბილის მასშტაბით TOP-10 მაღალი დონის, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს შორის განთავსების ღირებულებით მეორე ადგილზე Swissôtel Tbilisi, სადაც 1 აგვისტოს სტუმარს ღამისთევა  737 ლარი დაუჯდება. 

TOP-10 სასტუმრო თბილისში, სადაც განთავსება ყველაზე ძვირია

  • Paragraph Freedom Square - 840 ლარი,
  • Swissôtel Tbilisi - 737 ლარი,
  • Stamba Hotel - 678 ლარი,
  • Tbilisi Marriott Hotel - 583 ლარი,
  • Ambassadori Tbilisi Hotel - 572 ლარი,
  • Radisson Blu Iveria Hotel - 507 ლარი,
  • The Biltmore Tbilisi Hotel - 502 ლარი,
  • Wyndham Grand Tbilisi - 437 ლარი,
  • Pullman Tbilisi Axis Towers - 422 ლარი,
  • Royal Tulip Hotel & Casino - 421 ლარი.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები