ნაყინის მწარმოებელი კომპანია „თოლია“ აგვისტოს ბოლოს ავტობანზე, არგვეთაში პირველ სანაყინეს გახსნის. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ განუცხადა.
„ავტობანზე სანაყინეს გახსნა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ საკმაოდ დიდი ნაკადია და ობიექტი კომერციულად მომგებიანი იქნება. ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 100 000 ლარია“, - ამბობს სანდრო ლომთაძე.
მისივე ინფორმაცით, კომპანიამ მანამდე სანაყინე გახსნა ქუთაისში და რუსთავში. „მიმდინარე წელს 4 ახალი ფილიალის პროექტი ავტობანზე სანაყინეს გახსნით დასრულდება.
რაც შეეხება გაყიდვებს, გასულ წელის ანალოგიურ პერუიდთან შედარებით 8% არის გაზრდილი. „მოთხოვნა თითქმის ყველა დასახელების ნაყინზეა, თუმცა ,,ინდიგო" ჯერჯერობით ლიდერ პოზიციაზეა, - ამბობს სანდრო ლომთაძე.
ამ ეტაპზე „თოლიას“ ქსელში 250-მდე ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ „თოლია“ ქართულ ბაზარზე 26 წელია ოპერირებს და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს. კომპანია 58 დასახელების ნაყინს უშვებს. რაც შეეხება სანაყინე ხაზს, საქართველოს მასშტაბით „თოლიას“ 28 სანაყინე აქვს.
უახლესი
26 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა