დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ წარმატებისთვის მიეღწია, ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში - კახა კალაძე

თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ წარმატებისთვის მიეღწია, ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში - კახა კალაძე

27-10-2024 01:40:00

მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა - სრულიად საქართველოს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას, - განაცხადა სპეციალურ ვიდეომიმართვაში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„სიტყვებს ვერ ვპოულობ ემოციებისგან. მადლობას გიხდით მთელი გუნდის სახელით თითოეულ თქვენგანს. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიეღწია „ქართულ ოცნებას“ და ეს ჩვენი ქვეყნის წარმატება და გამარჯვებაა. ჩვენ ყველა ვიქნებით თქვენს სამსახურში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები 53 პროცენტამდე გაიზარდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები