მთავრობა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტს ზრდის - დღეიდან პროგრამის ბიუჯეტი 23 მლნ 980 ათასით განისაზღვრა.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად უზრუნველყოს 2022-2023 წლებში ჯამურად არაუმეტეს 23 980 000 (ოცდასამი მილიონ ცხრაას ოთხმოცი ათასი) ლარის გამოყოფა“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
ამასთან სუბსიდირების პროგრამა 1-ელი ივნისის ნაცვლად, 1 - ელ ივლისამდე გახანგრძლივდა.
ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 - 3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას.
„აპრილის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თხილის კადასტრში 85 ათასამდე ბენეფიციარის 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია განხორციელდა. აპრილის მდგომარეობით, ფერმერების 90 %-ზე მეტს აგრობარათებზე დარიცხული აქვთ თანხა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ შესაბამისი მიზნობრიობით“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია