დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TikTok-ის შესაძლო აკრძალვის ფონზე, Snap (SNAP)-ის აქციების ფასი 5%-მდე გაიზარდა

TikTok-ის შესაძლო აკრძალვის ფონზე, Snap (SNAP)-ის აქციების ფასი 5%-მდე გაიზარდა

27-04-2024 21:16:00

გიზიარებთ ბლოგს:  არასაკმარისი საკანონმდებლო სამუშაო გატარების გამო კრიტიკის პარალელურად, აშშ-სწარმომადგენელთა პალატა ცდილობს თავად აიღოს კონტროლი ან სრულად აკრძალოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა შტატებში - TikTok.

 

ექსპერტების ანალიზით, აღნიშნული პოზიციის გამო, უამრავმა ინვესტორმა ოთხშაბათს Snap (SNAP)-ის, Snapchat-ის მშობელი კომპანიის აქციები შეიძინეს.

 

შედეგად, Snap (SNAP)-ის  აქციების ფასი4.7%-ით გაიზარდა.

 

პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, ისინი აპირებენ TikTok-ის მფლობელს, ჩინურ კომპანიას ByteDance, შესთავაზონ წინადადება, რომელიც გულისხმობს კომპანიის გასხვისებას 1 წლის ვადით. თუ ჩინური მხარე დათმობაზე არ წავა, მათი თქმით, TikTok შეერთებულ შტატებში აიკრძალება.

 

აღნიშნულ ხედვას მომავალი კენჭისყრის დროს განიხილავენ.

 

„შაბათს, პალატაში დაგეგმილია კენჭისყრა საგარეო დახმარების სამ კანონპროექტზე, რომლებიც ფოკუსირებულია უკრაინაზე, ისრაელზე და სხვადასხვა მოკავშირეზე ინდო-წყნარი ოკეანისრეგიონში” - აღნიშნავს მაიკ ჯონსონი.

 

ჯერჯერობით უცნობია, ჩამოთვლილი კანონპროექტებიდან რომელი მოიცავს TikTok-ის გარშემო განხილვებს.

 

ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ თუ TikTok-ი ძლიერი ამერიკელი კონკურენტის ხელში აღმოჩნდება, ამან პირიქით, შესაძლოა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა შეუქმნას Snap (SNAP)-ს.

 

Snap (SNAP) ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც Snapchat-ს წარმოადგენ - ვიზუალურიშეტყობინებების აპს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოკლე ვიდეოებისა და სურათებისსაშუალებით კომუნიკაცია ისეთი ფუნქციების გამოყენებით, როგორიცაა კამერა, შეტყობინებები, Snap Map, Stories და Spotlight.

 

Snap (SNAP)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები