დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული

თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული

25-02-2025 11:38:00

გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტშიტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა.

მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მათ გადახდილი თანხის 30% ერთგულისყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდებათ.

ახალი თიბისი ბარათითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მომხმარებლები ჯამურად მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას, შესაძლებლობა აქვთ მაქსიმუმ 300 ლარი დაიბრუნონ.  

ტრადიციულად მრავალფეროვანი და მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებულია იმ პარტნიორი ობიექტების კატეგორიებიც, სადაც თიბისის მომხმარებლები საგაზაფხულო აქციებით ისარგებლებენ: თავის მოვლის საშუალებები, პარფიუმერია, აქსესუარები, სათვალეები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

საგაზაფხულო შეთავაზებები მოქმედებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და გორში.

გაიგეთ, რომელ დღეს, რომელ პარტნიორ ობიექტში და რა პირობით შეძლებთ აქციით სარგებლობას: https://link.tbc.ge/spring-offers

ახალი თიბისი ბარათი თიბისის უნიკალური პროდუქტია. სრულიად უფასოდ, აიღე ბარათი მობაილბანკიდან 1 წუთში ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში და ისარგებლეთ გამორჩეული უპირატესობებით.

 

 

 

 

 

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები