თიბისიმ, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, სტუდენტებისთვის ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა, სადაც სწავლის სურვილი 6 ათასზე მეტმა სტუდენტმა დააფიქსირა.
თიბისი კამპუსი ეს არის ბიზნესის მიმართულებით, სრულად დაფინანსებულ, ონლაინ სასწავლო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის.
კამპუსის პირველი ნაკადზე, მთელი საქართველოდან, 6037 სტუდენტი დარეგისტრირდა. საბოლოოდ, ორ ეტაპიანი, კონკურსის შემდეგ კი 310 სტუდენტი შეირჩა.
სამი თვის განმავლობაში სტუდენტებს თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები სრულიად უფასოდ შეასწავლიან: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, გრაფიკული დიზაინს, UI/UX დიზაინ, მეწარმეობის და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, ციფრულ მარკეტინგს და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO.
თიბისი კამპუსში გავლილი კურსები სტუდენტებს საბაზისო ცოდნას მისცემს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. თიბისი კამპუსის ბიზნეს კურსების პარტნიორია „კოლაბი“.
უახლესი