ფიზიკური პირის მიერ თიბისის ფილიალებისა და სერვისცენტრების სალაროში ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო იზრდება.
თიბისი ბანკმა მომხმარებელს საკომისიო უკვე გაუგზავნა.
20 ოქტომბრიდან ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო განისაზღვრება - 0.6%-ით; 20 ოქტომბრამდე კი ლარში გატანის საკომისიო 0.2%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 0.25%.
20 ნოემბრიდან ფიზიკური პირის ჩემი სეიფის ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო დღეს მოქმედი 0.2%-ის ნაცვლად 0.6% გახდება, ხოლო უცხოურ ვალუტას გატანისას 0,25%-ის ნაცვლად ასევე 0.6% იქნება.
ასევე, 20 ნოემბრიდან ფიზიკური პირის შემნახველი ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო განისაზღვრება 0.6%-ით. საკომისიო ვრცელდება, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ანგარიშზე განთავსებული თანხის გატანაზე. ცვლილება ეხება როგორც ლარის, ასევე უცხოური ვალუტის ანგარიშებს.
ბანკომატებიდან თანხის გატანის საკომისიო უცვლელი რჩება.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება