დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისი ბიზნესის განათლების მორიგი სესია ბრენდის სტრატეგიას დაეთმობა

თიბისი ბიზნესის განათლების მორიგი სესია ბრენდის სტრატეგიას დაეთმობა

27-09-2024 14:34:00

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

ბიზნეს განათლების ფარგლებში, 2, 4 და 7 ოქტომბერს 19:00 საათზე, ბრენდის სტრატეგი დაკონსულტანტი, შოთა ჩინჩალაძე გაუძღვება კურსს ბრენდის სტრატეგია და მართვის პრინციპები.

ბრენდის სტრატეგიისა და მართვის პრინციპების მასტერკლასის მიზანია ანტრეპრენერებს საკუთარი ბრენდების სწორად გააზრებასა და დიდი ნაბიჯების გადადგმის აუცილებელი ფუნდამენტის შექმნაში დაეხმაროს.

მასტერკლასი ბრენდის სტრატეგიის ფუნდამენტური განაცხადის შექმნის პროცესს მიუყვება და იმსამი უმთავრესი ნაწილის სიღრმისეულ თეორიულ და პრაქტიკულ ანალიზს მოიცავს, რომლებზეც აუცილებელია ბრენდის შენების პირველივე დღეებიდან დაფიქრება.

შეხვედრები 2, 4 და 7 ოქტომბერს, 19:00 საათზე ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება.

დასწრების მსურველები დარეგისტრირდით:

სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები